ზაფხულის აკადემია

ზაფხულის აკადემია

2024

ამერიკული აკადემია აცხადებს მიღებას ზაფხულის აკადემიის მეთორმეტე სესიაზე.

საზაფხულო სკოლის მიზანია ყოველი მოსწავლის ინტელექტუალური, შემოქმედებითი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა. მიგვაჩნია, რომ სწავლა და გართობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებები არ უნდა იყოს. 

მოსწავლეები აქ სახალისო და, ამავდროულად, აკადემიურად დატვირთული გამოცდილებას მიიღებენ. ჯგუფური მუშაობა, მოკლე ლექციები, დებატები, პრეზენტაციები, ლაბორატორიული სამუშაოები, სპორტული შეჯიბრებები და ინტელექტუალური თამაშები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიზნად ისახავს კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.

ჩვენი კოლექტივი შედგება: ამერიკული აკადემიის მასწავლებლების და კურსდამთავრებულებისაგან იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც გამორჩეულნი არიან თავიანთ სფეროებში. მათი შრომის მეშვეობით, ზაფხულის აკადემიის მოსწავლეები დაესწრებიან როგორც ტრადიციულ, ასევე არატრადიციულ კურსებს, ეზიარებიან ამერიკული აკადემიის გამოცდილებებს და ისარგებლებენ საუკეთესო თანამედროვედ აღჭურვილი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული დარბაზით, და სხვა აკადემიური რესურსებით. მოსწავლეებთან იმეგობრებენ აკადემიის გამორჩეული უფროსკლასელები, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად დამრიგებლების და მასწავლებლების ასისტენტების ფუნქციასაც შეითავსებენ. 

აკადემიური მოთხოვნები:

მოსწავლეებს მოეთხოვებათ, დროზე გამოცხადდნენ საკლასო ოთახში და თან იქონიონ ყველა საჭირო წიგნი და სასწავლო მასალა; პასუხისმგებლობით მოეკიდონ და დროულად შეასრულონ ყველა დავალება და პროექტი. აკადემიის სწავლების სპეციალური “ჰარკნესის მაგიდის” მეთოდოლოგია ითვალისწინებს მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობას საკლასო დისკუსიებში. 

სპორტული პროგრამა:

კალათბურთი, ფეხბურთი, კლდეზე ცოცვა, მაგიდის ჩოგბურთი, თანამედროვე ცეკვები, ცხენოსნობა

(მოსწავლეები სპორტის არჩევანს გააკეთებენ პირველი შეხვედრის დროს).


მოსწავლეთა ტრანსპორტირება:

მოსწავლეებს შეეძლებათ დამოუკიდებლად მოვიდნენ სკოლაში ან ისარგებლონ სკოლის ტრანსპორტით. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრნსპორტირებას მე-5/6 და მე-7/8 კლასის პროგრამის მონაწილეთათვის. 

ავტობუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიიდან ლისის მიმართულებით დაიძრება 9:30-ზე და დაბრუნდება 15:30-ზე. მე-2, მე-3/4 კლასელებმა და მე-9/მე-12 კლასელებმა სკოლამდე ტრანსპორტირება თვითონ უნდა უზრუნველყონ.

კაფეტერია:

მოსწავლეებს შესთავაზებენ უფასო ლანჩს, რომლის მენიუ ყოველდღიურად და/ან ყოველკვირეულადშეიცვლება.

ისტორია

საზაფხულო აკადემიის ისტორია

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საზაფხულო სკოლა აკადემიის  კურსდამთავრებულებმა - ქეთი ხუხუნაშვილმა და ანა გეთიაშვილმა დაარსეს. საქართველოში ეს ახალი ფორმის სწავლება მათი მცდელობითა და ძალისხმევით  დამკვიდრდა და განვითარდა  2008 წლის პირველი სესიიდან ვიდრე 2014 წლამდე, როდესაც პროგრამის სახეცვლილება განხორციელდა.

პირველი სასწავლო პროგრამის ფარგლებში 10-16 წლამდე 60 მოსწავლე და 30 სტიპენდიატი ესწრებოდა ინგლისურის და მათემატიკის გაკვეთილებს 4 კვირის განმავლობაში. სტიპენდიის მქონე მოსწავლეები, რომელთაგან ზოგიერთს უკვე ჰქონდა ინგლისური ენის ცოდნის გარკვეული დონე, შერჩეულ იყვნენ თბილისის და ქალაქის გარშემო რეგიონების ზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებიდან. ინგლისური ენის პედაგოგები ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მათ გაიარეს სპეციალური მომზადება ინგლისურის, როგორც უცხო ენის (ESL) სწავლებაში. ხოლო, მათემატიკის მასწავლებლები შევარჩიეთ ადგილობრივი სკოლებიდან, რომლებმაც ასევე გაიარეს ტრენინგი საქართველოში. გაკვეთილების დროს ასისტენტების ფუნქციას ასრულებდნენ ინგლისური ენის მასწავლებლები პანკისის ხეობიდან (ჩრდილოეთი საქართველო) და სპასოვკიდან (სამხრეთი საქართველო) - ეს სამუშაო ასევე იყო მათი პროფესიული გადამზადების პროგრამის ნაწილი.

მასწავლებელთა ტრენინგისა და აღზრდის პროგრამამ მათემატიკის და ინგლისურის ახალ და გამოუცდელ მასწავლებლებს საქართველოს ნაკლებად განვითარებული რეგიონებიდან მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღოთ გაკვეთილების იმგვარი გეგმის მომზადებასა და განხორციელებაში, რომლებიც მოიცავდა ენის სწავლებას ინტერაქტიული მეთოდიკის გამოყენებით, მიზნობრივ მეცადინეობას კლასში მათემატიკის სწავლისას და საკლასო პროექტების შემუშავების მეთოდის შესწავლას. ჩვენი მიზანი იყო მოწვეული მასწავლებლებისთვის გაგვეცნო სწავლების ახალი მეთოდები და დავხმარებოდით მათ თანამედროვე ინტერაქტიული მიდგომების გამოყენებაში. საზაფხულო სკოლის პროგრამის მიზანი იყო, რომ ჩვენ სტიპენდიანტებს დავხმარებოდით ინგლისური ენის, მათემატიკაში და სხვა დამატებითი საგნების და უნარების ათვისებაში და განვითარებას‎ში, რაც გამოადგება მათ დასაქმების და განათლების სამომავლო პერსპექტივების ძიებისას.

2009 წლის ივლისში საზაფხულო სკოლამ გააგრძელა ეს პროგრამა და ამჯერად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. ამ პროგრამის მიზნობრივ ჯგუფში შედიოდნენ წეროვანის დასახლებაში მცხოვრები დევნილები - 10-16 წლამდე 25 მოსწავლე და 10 მასწავლებელი. პროგრამამ დიდი წარმატებით ჩაიარა. საზაფხულო სკოლის მიწურულს დევნილთა ჯგუფი შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და აშშ-ის და საქართველოს სხვა ოფიციალურ პირებს. მოსწავლეებმა შეძლეს წარმოეჩინათ მათ მიერ საზაფხულო სკოლაში მიღებული ინგლისური ენის ცოდნა.

 საზაფხულო სკოლის პროგრამის გრძელვადიანი ამოცანაა შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს სტიპენდიანტ მოსწავლეებს ამერიკული აკადემიის მისაღები გამოცდები დასძლიონ. ამ ამოცანის გათვალისწინებით, ხუთი მოსწავლე 2009 წლის პროგრამიდან დაბრუნდა 2010 წლის საზაფხულო პროგრამაში. USAID-მა გამოხატა ინტერესი ხელი შეუწყონ მოსწავლეებს ამ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში. 2011 წლის ივლისში საზაფხულო სკოლამ მიიღო პატარა გრანტი დემოკრატიის განვითარების კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რათა დაეფინანსებინა პანკისის ხეობიდან ჩამოსული 6 მოსწავლის სწავლის ხარჯები.

მიღების წესები

ზაფხულის აკადემიაში მიღების წესები, 2024 .


ზაფხულის აკადემიის ხანგრძლივობა: სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 1 ივლისიდან -19 ივლისის ჩათვლით

პროგრამები გათვლილია: მე-2, მე-3/4, მე-5/6, მე-7/8 და მე-9/მე-12 კლასელთათვის (ხუთ ასაკობრივ კატეგორიაზე გაწერილი განსხვავებული პროგრამებით)

დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)

ასაკი:  6-დან -18 წლისჩათვლით (II-XII კლასები)


მე-2 კლასის პროგრამა: 

მეორე კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ოთხსაათიან საავტორო პროგრამას სახელწოდებით „სათავგადასავლეთი“, რომელიც მოიცავს 15 დღეს და ოთხ მიმართულებას: ინგლისური, თხრობა და ხელოვნება ქართულად, რიცხვების სამყარო,  სიმღერა / მუსიკა ქართულად და ინგლისურად. ყოველი დღე გახალისდება და შეივსება ფიზიკური აქტივობებითა და თამაშობებით. 

პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები. 

ჯგუფში მაქსიმუმ 12 მოსწავლე მოიაზრება. 


მეორე კლასის ზაფხულის პროგრამის ღირებულებაა 1000 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).   

პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა (შაბათ-კვირის გარდა)10:00 საათიდან - 14:00 საათამდე.

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)


მე-3 და მე-4 კლასების პროგრამა

მე-3 და მე-4 კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ოთხსაათიან კომბინირებულ პროგრამას ხუთი მიმართულებით: სასაუბრო ინგლისური, „მუსიკა და შემოქმედებითი კალეიდოსკოპი“, სახალისო მათემატიკა, ემოციური ინტელექტი, სპორტული აქტივობა. 

კომბინირებულ პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტები.  

ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 


პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან - 14:00 სთ-მდე.
მე-3 და მე-4 კლასების ზაფხულის პროგრამის გადასახადია  1200 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).   

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)



მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასების პროგრამა:

მე-5 / მე-6 და მე-7 / მე-8 კლასებში გადამსვლელი მოსწავლეების კომბინირებული პროგრამა შედგება: წიგნიერების, ინგლისურის, ხელოვნების, სპორტული აქტივობის და სახალისო მეცნიერების მიმართულებებისგან. 

კომბინირებულ პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი სპეციალისტები. 

ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 


პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან - 15:00 სთ-მდე.

პროგრამის გადასახადია 1700 ლარი (ღირებულებაში შედის ერთჯერადი კვება, სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება და ტრანსპორტირება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდ. ტერიტორიიდან და უკუმიმართულებით).   

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე  მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)


მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ყოველდღიურ ორსაათიან სესიებს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს თვითრწმენისა და მოტივაციის ამაღლებაში.


მე-9/10 და მე-11/12 კლასში გადამსვლელ მოსწავლეებს ვთავაზობთ ყოველდღიურ ორსაათიან სესიებს, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს თვითრწმენისა და მოტივაციის ამაღლებაში. 14-18 წლამდე მოზარდებს, ვთავაზობთ მულტიმოდალურ თვითგამოხატვის და თვითგამორკვევის სამკვირიან პროგრამას " ვინ ვარ მე". 

შეხვედრებს გაუძღვება მერი გელაშვილი - ფსიქოტერაპიის სახლი "კამარა" და "ლივინგ მუზეუმი თბილისი"-ს ფსიქოლოგი და არტ-თერაპევტი ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის მიმართულებით. 

ჯგუფში მაქსიმუმ 15 მოსწავლე მოიაზრება. 


პროგრამის ხანგრძლივობაა სამი კვირა, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 11:00 სთ-დან - 13:00 სთ-მდე.

მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების ზაფხულის პროგრამის გადასახადია 800 ლარი (ღირებულებაში შედის სასწავლო მასალა, ექიმის მომსახურება).

ადგილის დაჯავშნის დეპოზიტია 200 ლარი. თუ მოსწავლე დაესწრება ზაფხულის პროგრამას დედმამიშვილთან ერთად დედმამიშვილებზე მოქმედებს 10% - იანი ფასდაკლება (უფროს მოსწავლეზე)


სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალა- აკადემია ყველა მოსწავლეს უფასო სახელმძღვანელოებითა და სასწავლო მასალით უზრუნველყოფს.

მოსწავლეთა ტრანსპორტირება- მოსწავლეებს შეეძლებათ დამოუკიდებლად მოვიდნენ სკოლაში ან ისარგებლონ სკოლის ტრანსპორტით. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტრნსპორტირებას მე-5/6 და მე-7/8 კლასის პროგრამის მონაწილეთათვის. ავტობუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიიდან ლისის მიმართულებით დაიძრება 9:30-ზე და დაბრუნდება 15:30-ზე. მე-2, მე-3/4 კლასელებმა და მე-9/მე-12 კლასელებმა სკოლამდე ტრანსპორტირება თვითონ უნდა უზრუნველყონ.


საზაფხულო სკოლის ღირებულებაში შედის:

  • აკადემიური, სპორტული და გასართობ-შემეცნებითი პროგრამები
  • ტრანსპორტირება (მე-5/6 და მე-7/8 კლასის პროგრამის მონაწილეთათვის)
  • ერთჯერადი კვება (მე-2, მე-3/4; მე-5/6 და მე-7/8 კლასის პროგრამის მონაწილეთათვის)
  • სასწავლო მასალა
  • სკოლის ექიმის მომსახურება

ზაფხულის სკოლაში დასარეგისტრირებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.



საზაფხულო სკოლის ადმინისტრაცია

ლეო კვაჭაძის ქ. 7ა,  თბილისი 0186

ტელ: (995) 322-227889

მობ.: (995) 558 170-174

ფაქსი: (995) 322-227441

ვებ-გვერდი: www.gzaat.org 

ელ-ფოსტა: ssiamashvili@aat.ge; gzhuruli@aat.ge, ktopadze@aat.ge


ზაფხულოს სკოლის ბანკის რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი

გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში

ანგარიშის ნომერი: GE 21 TB0600000022467805

დანიშნულება: საზაფხულო სკოლა,  სტუდენტისსახელი, გვარი


გალერეა