აკადემიის მოსწავლეები ექსკურსიაზე

ოქტომბერი 19, 2022

ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს, ამერიკული აკადემიის მეთორმეტე კლასელები გაემგზავრნენ ტაო-კლარჯეთში. მოსწავლეებმა მოინახულეს ტბეთის საკათედრო ტაძარი, ხახულის მონასტერი, ოშკი, ოთხთა ეკლესია, იშხანი, ბანა და ტაო-კლარჯეთის უდიდესი მონასტერი - ხანძთა.  

მომდევნო დღეს,  ამერიკული აკადემიის 8-11 კლასმა მოინახულა საქართველოს სხვადასხვა კუთხე:  

მერვე კლასის მოსწალეებმა - მარტყოფის ღვთაების მონასტერი და მამა ანტონის სვეტი; 

მეცხრე კლასის მოსწავლეებმა -  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სამთავროსა და შიო-მღვიმეს მონასტრები. 

მეათე კლასელებმა - გორის ციხე და უძველესი კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი - უფლისციხე;

მეთერთმეტე კლასელებმა - სოფელი ასურეთი, გამორჩეული სახლებითა და გერმანული არქიტექტურული ნაგებობებით. ასევე დაათვალიერეს უძველესი გერმანული ეკლესია. დარჩენილი დღე ჩვენმა მოსწავლეებმა „ორბეთი გრინ სფეის“-ში გაატარეს . 


ფოტო გალერეა

მერვე კლასი          მეცხრე კლასი           მეათე კლასი           მეთერთმეტე კლასი           მეთორმეტე კლასი