ღია კარის დღე

მარტი 25, 2019

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ წელს, 1 მარტს, რიგით მეთვრამეტე ღია კარის დღეს უმასპინძლა. 

ამერიკული აკადემიას თბილისში 2001 წელს დაარსდა და მას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს. სკოლა წლების მანძილზე ერთადერთი იყო, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ავტორიზაცია და აკრედიტაცია მიანიჭა, 2010წელს ქვეყნის საუკეთესო კერძო სკოლის წოდება და ოქროს მედალი დაიმასხურა. ის, რომ აკადემია ასეთი წარმატებულია, მისი მაღალკვალიფიციური მასწავლებლებისა და სკოლის გამართული მენეჯმენტის დამსახურებაა, ხოლო ძირითადი ხელშემწყობი, სკოლის პოლიტიკისა და ფილოსოფიის განმსაზღვრელი აკადემიის დამფუძნებელთა საბჭოა, რომლის თავმჯდომარე ბატონი მამუკა ხაზარაძეა. სამეთვალყურეო საბჭოს გონივრული გადაწყვეტილებითა და დიდი თანადგომით ჩაეყარა საფუძველი სკოლის განვითარების საწინდარს - საუკეთესო მასწავლებლების შერჩევას და სამაგისტრო კურსზე მათ ამერიკაში (ჰარვარდის უნივერსიტეტი და სიმონსის კოლეჯი)  გამგზავრებას. 

ამერიკული აკადემია არის სივრცე, სადაც ქართველი ბავშვები დასავლური განათლების ყველა სიკეთეს ეზიარებიან. ამერიკულმა აკადემიამ გზა გაუხსნა და ხელმისაწვდომი გახადა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისათვის მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტიტუტებში სწავლა. თავის მხრივ კი, აკადემიის კურსდამთავრებულები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენი ქვყნის განვითარებას მოახმარენ.   ბატონი მამუკა ხაზარაძე სათუთად ეპყრობა საკუთარ მისიას სკოლაში და ყოველთვის სკოლის სხვადასხვა ღონისძიებაზე თავის მიმართვაშიაკადემიის მოსწავლეებს მოუწოდებს, მიიღონ საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება, მომავალში კი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას, ზრდასა და განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულები. 

აკადემიამ საგანმანათლებლო კერის ფუნქცია იტვირთა, რასაც ღირსეულად უმკლავდება. ჩვენი პედაგოგების მიერ საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი მასწავლებელია გადამზადებული, აკადემია არაერთი საგანმანათლებლო კონფერენციისა და მასწავლებლების ინტერესებზე ორიენტირებული შეხვედრების ინიციატორია. 

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში ამჟამად 375 მოსწავლეა. მოსწავლეთა 25 პროცენტი მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათით სარგებლობს. სკოლა ამართლებს საკუთარ სლოგანს -  „განათლება და სიკეთე“ ყველა და ყველაფერი მიმართულია ჩვენი მომავალი თაობის სწორი მორალური და საგანმანათლებლო პრინციპების ჩამოყალიბებისაკენ.

ერთგვარი სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აკადემია 600-მდე კურსდამთავრებულს ითვლის, რომლებსაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მხოლოდ ბოლო 7 წლის მაჩვენებლებით, 20 მილიონ დოლარზე მეტი დაფინასნება აქვთ მოპოვებული სტიპენდიებისა და ფინანსური შეღავათების სახით. 

აკადემია თავის მიღწევებზე საუბრისას დიდი მადლიერებით მოიხსენიებს სამეთვალყურეო საბჭოს და ბატონ მამუკა ხაზარაძეს. რომ არა მათი თანადგომა, ამერიკული აკადემია ასეთ წარმატებულ ისტორიას ვერ შეიქმნიდა. განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ბატონ მამუკა ხაზარაძეს!