საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ჩატარებული პირველადი დახმარების ტრენინგი

ოქტომბერი 04, 2022

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,  "ბერი ანდრიას" ფონდი მხარდასაჭერად, ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს ჩაუტარდა პირველადი დახმარების ტრენინგ-კურსი “სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი”, მოცემული ტრეინინგი ითვალისწინებს დაზარალებულის პირველად დახმარებას სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე.  

კურსს საექთნო ასოციაცია "ნუმანე"-ს დამფუძნებელი თამარ ნეფარიძე-დაუსი გაუძღვა.

კურსის დასასრულს, აკადემიის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდა და მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.