The University of British Columbia-ს პრეზენტაცია ამერიკულ აკადემიაში

სექტემბერი 29, 2022

ამერიკულ აკადემიაში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტები, როგორც წესი, ოქტომბრის თვეში იწყება და გვიან გაზაფხულამდე გრძელდება. 

სასიხარულოა, რომ წელს ისევ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში, პირისპირ, გავაგრძელოთ შეხვედრები ამერიკული თუ ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. 

მსგავსი შეხვედრები სკოლაში განსხვავებული და გამორჩეულად ფასეულია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე საუნივერსიტეტო მრჩეველთათვის. 

დღეს, ამერიკულმა აკადემიამ ჯეფ კიოკას უმასპინძლა, რომელიც კანადის  The University of British Columbia-ს სტუდენტების შერჩევის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

სტუმარი აკადემიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა და  უნივერსიტეტის პროგრამებზე, უნივერსიტეტში არსებულ სხვადასხვა მრავალფეროვან შესაძლებლობებსა, და ზოგადად, კანადაში სწავლისა და ცხოვრებისა უპირატესობებზე ესაუბრა.

მადლობას ვუხდით ჯეფ კიოკას საინტერესო შეხვედრისთვის!