სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი

სექტემბერი 06, 2022

2022 წლის 6 სექტემბერს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. როგორც წესი, სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე აკადემიის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობელთა და ამერიკული აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყრიან თავს.

წელს ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს სიტყვით ქალბატონმა თამარ ჯაფარიძემ მიმართა, რომელიც სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ამერიკული აკადემიის დირექტორმა, ბატონმა ანდრეს კრუზმა დასკვნით სიტყვაში, მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 

ღონისძიების დროს, საქართველოსა ჰიმნი შესრულდა.

სწავლის დაწყების ცერემონიალს ამერიკული აკადემიის დამფუძნებელმა დირექტორმა ბატონმა დონალდ თომასმა ჩაუყარა საფუძველი 2013 წელს, რის შემდეგაც ის სკოლის ტრადიციად იქცა.


ფოტო გალერეა