XII კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება
ივნისი 27, 2022
2022 წ. 11 ივნისს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ ყოველწლიურ მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა სკოლის ეზოში ლისზე.
წელს აკადემია სამოცდათორმეტმა მოსწავლემ დაამთავრა.
გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარდგნენ - კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში, ნიკოლას ზალდასტანი, აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე და ანდრეს ხ. კრუზი, აკადემიის დირექტორი.
2022 წლის კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულებს სახელობითი მედლები გადაეცათ: თომასის მედალი - ანდრო ჯანაშიას, ხოლო მასწავლებელთა მედალი - მარიამ ხადურს. მარიამ ბეშიძე კლასის სახელით გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარდგა თავის მეგობრების წინაშე.
2022 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 126 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და სტიპენდიებისა და ფინანსური შეღავათების სახით 3.8 მილიონ დოლარზე მეტი მოიპოვეს.
ღონისძიების დასასრულს, 2022 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს.
ვულოცავთ 2022 წლის გამოშვებას სკოლის დამთავრებას და წინ საინტერესო თავგადასავლებსა და აღმოჩენებს ვუსურვებთ!!!