საქველმოქმედო ღონისძიება ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად
ივნისი 02, 2022
ამერიკული აკადემიის სკოლის კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, ბერი ანდრიას ფონდში აკადემიის სახელობის ოთახის გასარემონტებლად შეგროვდა შემოწირულობა. ბერი ანდრიას ფონდი ეხმარება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და ისინი სარეაბილიტაციო პერიოდს სწორედ მათ კუთვნილ სახლში ატარებენ.
დიდი მადლობა თითოეულ შემომწირველს დახმარებისთვის! განსაკუთრებული მადლობა მაღაზია HomeMade - ავეჯის და განათების წარმოება, რომელმაც ავეჯის ნაწილი უსასყიდლოდ გადმოგვცა. ასევე დიდი მადლობა ბადრი გორდაძესა და პაატა ქოქრავილს, რომლებმაც ასევე უსასყიდლოდ დაამზადეს სხვადსხვა ავეჯი ოთახისთვის.
ჯანმრთელობას ვუსურვებთ ყველა ბავშვს და მადლობას ვუხდით ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებლებს ამ კეთილი საქმისთვის!