აკადემიის ფიზიკის მასწავლებელის ლექცია რუსთავის საჯარო სკოლაში
მარტი 01, 2019
ორშაბათს, 25 თებერვალს, ქ. რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლის მიწვევით ამერიკული აკადემიის ფიზიკის მასწავლებელმა არჩილ მაყაშვილმა ასტრონომიაში ლექცია ჩაატარა. არჩილი ამერიკული აკადემიის მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მასწავლებელია. ეს ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან არჩილი თავად ამერიკული აკადემიის 2012 წლის კურსდამთავრებულია.
ორიოდე თვის წინ რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯგუფი ამერიკულ აკადემიას ესტუმრა და არჩილ მაყაშვილის გაკვეთილზეც დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. სწორედ მაშინ გაჩნდა სურვილი, რომ არჩილი ქ. რუსთავის სკოლაში ასტრონომიაზე სასაუბროდ მიეწვიათ.
დიდი მადლობა რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას ასეთი ინიციატივისთვის და საინტერესო შეხვედრის ორგანიზებისათვის.