გიორგი ფრემერ-იაკობაშვილის სახელობის ფონდი

ივნისი 22, 2026

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი 2010 წლის კურსდამთავრებული, გიორგი ფრემერი-იაკობაშვილი, ჩვენს გვერდით აღარ არის. ყველას გვაკლია მისი გამორჩეული სიკეთე, მიზანდასახულობა და ის სითბო, რომელსაც მუდამ ასხივებდა ყველას მიმართ, თუმცა მისი სახელი და ღირებულებები კვლავაც ჩვენი სკოლის ყოველდღიურობის ნაწილია. 

2025 წელს გიორგის ოჯახის მიერ დაარსებული ფონდი კვლავ აგრძელებს თავის მისიას-მხარი დაუჭიროს ამერიკული აკადემიის ნიჭიერ და მოტივირებულ მოსწავლეებს. 

წელს ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა: გიორგის ოჯახის განსაკუთრებული მხარდაჭერითა და თანაკლასელების (2010 წლის გამოშვება) მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილით, ფონდიდან სტიპენდია დამატებით სამმა მეცხრეკლასელმა მიიღო და ჯამში უკვე ექვსი მოსწავლე ფინანსდება.

მადლობას ვუხდით გიორგის ოჯახსა და 2010 წლის კურსდამთავრებულებს მომავალი თაობების მხარდაჭერისთვის. ახალ სტიპენდიანტებს კი ვულოცავთ ამ გამორჩეულ შესაძლებლობას-გვჯერა, რომ ისინი მას საუკეთესოდ გამოიყენებენ  საკუთარი მიზნების მისაღწევად.