მოწვეული სტუმარი, ქეთი ებანოიძე
მაისი 22, 2026
19 მაისს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ უმასპინძლა მოწვეულ სტუმარს, ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის დამფუძნებელს, ქეთი ებანოიძეს.
შეხვედრის ფარგლებში ქეთი ებანოიძემ ისაუბრა თემაზე „ZEG-ის ამოცანები და პერსპექტივები“ და მოსწავლეებს გააცნო ფესტივალის მისია.
„ზეგ“ გულისხმობს ისტორიების აღმოჩენასა და გაზიარებას, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავლისთვის და გვეხმარება თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პროცესების უკეთ გააზრებაში.
მადლობას ვუხდით ქეთი ებანოიძეს საინტერესო და შთამაგონებელი შეხვედრისთვის! ![]()