ამერიკული აკადემიის გამარჯვებულები „ტრივიაში“
მაისი 21, 2026
20 მაისს, ზალდასტანიშვილის სახელობის სკოლის შერჩეულმა ოთხმა მოსწავლემ: ალექსანდრე ცეკვაშვილმა, მარიამ მიქელაძემ, ჯაბა ჯაყელმა და ნიკა ბრეგვაძემ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო-შემეცნებით თამაშ „ტრივიაში“, რომელიც საქართველოს ბანკის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრი ქართულ- ამერიკულ სკოლაში ჩატარდა, სადაც ჩვენი მოსწავლეები ამავე სკოლის გუნდს შეხვდნენ და გამარჯვება 14:10 ანგარიშით მოიპოვეს.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით ქართულ- ამერიკულ სკოლას თბილი მასპინძლობისთვის.