CCSC 2026 – კავკასიის მოსწავლეთა კომპიუტერული მეცნიერების კონკურსი

მაისი 19, 2026

CCSC-ი რეგიონული კონკურსია, რომლის მიზანია სხვადასხვა გამოცდილებისა და უნარების მქონე ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მხარდაჭერა. პროექტი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი პოტენციალი და დაიმკვიდრონ ადგილი ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ სფეროში.

CCSC-ის მისიაა შექმნას ძლიერი პლატფორმა მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელიც ახალგაზრდა და მოტივირებულ მოსწავლეებს ხელს შეუწყობს კომპიუტერულ მეცნიერებებში ცოდნის გაღრმავებაში, ანალიტიკური აზროვნების განვითარებასა და ჯანსაღ კონკურენციაში.

https://ccsccomp.com/

 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 მაისი

კონკურსის ფორმატი

I ეტაპი — ონლაინ რაუნდი

პირველი ტური ჩატარდება დისტანციურად, 23–25 მაისს, და მასში მონაწილეობა უფასოა. ტესტირების ბმული ხელმისაწვდომი იქნება ყველა დარეგისტრირებული მოსწავლისთვის. 

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დავალებები მათთვის სასურველ დროს, მითითებული ვადის ამოწურვამდე შეასრულონ.

ონლაინ საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგების საფუძველზე, მეორე და ფინალურ ტურებში გადავა 50 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე.

II ეტაპი — ფინალური რაუნდი

კონკურსის ფინალი გაიმართება 30–31 მაისს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. ფინალისტები ამოცანებს ადგილზე, საკონკურსო გარემოში შეასრულებენ.

კონკურსის დასრულების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

დაწესებულია შემდეგი პრიზები:

• სტაჟირება კომპანია HT Solutions-ში

• MedTech სტაჟირება Georgian Clinics-ში

• 500-ლარიანი ფულადი პრიზი კომპანია HT Solutions-ისგან

• Change Inspire-ის ღონისძიების ბილეთები

• პრიზები The Coca-Cola Company-ისგან