პროექტი "გოგონები გოგონებისთვის"

დეკემბერი 06, 2021

დიდი ხნის პაუზის შემდეგ ''გოგონები გოგონებისთვის'' ბრუნდება ახალი სესიით. 

პროექტის მიზანია დაეხმაროს გოგონებს თვითშეფასების ამაღლებაში და გაზარდოს ცნობიერება გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის შესახებ. პროექტის განმავლობაში შედგება ღია დისკუსიები, ფილმების განხილვა, და ინტერაქტიული ლექციები. სულ დაგეგმილია ექვსი შეხვედრა: 4-5, 11-12 და 18-19 დეკემბერს. თითოეული შეხვედრა გაგრძელდება 2 საათი და 30 წუთი. შეხვედრები გაიმართება პლატფორმა zoom-ში, ქართულ ენაზე.

პროექტის "გოგონები გოგონებისთვის" მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა გოგონებს თვითგანვითარებაში, დაეხმაროს მათ აიმაღლონ თვითშეფასება, დაძლიონ სტერეოტიპები და გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. პროექტის განმავლობაში გენდერული თანასწორობის, საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიმართება ღია დისკუსიები და ინტერაქტიული ლექციები. პროექტის მონაწილეები დაეუფლებიან საჯარო გამოსვლებისა და დებატების ხელოვნებას და ჩაერთვებიან სხვა შემეცნებით აქტივობებშიც. ასევე, პროექტის მონაწილეები შეხვდებიან მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც გოგონებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

შეხვედრები ჩატარდება 4-5, 11-12 და 18-19 დეკემბერს, დისტანციურად.
პროექტში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის გოგონებს შეუძლიათ. შეირჩევა 12-15 მონაწილე. მონაწილეების შერჩევა განაცხადითა და შემდგომი დისტანციური გასაუბრებით მოხდება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 დეკემბერი, 15:00 საათი.
პროექტის ორგანიზატორები არიან მარიამ ბეშიძე და ანა თვალაძე.