ახალ მოსწავლეთა მიღება აკადემიაში, 2026–2027 სასწავლო წელი
თებერვალი 13, 2026
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, აცხადებს მოსწავლეთა მიღებას VIII-XI კლასებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის!
ამერიკულ აკადემიაში ახალ მოსწავლეთა მიღება კონკურსის წესით მიმდინარეობს:
VIII კლასში ჩაბარების მსურველებმა ტესტირება უნდა გაიარონ
ქართულში,
ინგლისურსა და
მათემატიკაში.
IX-XI კლასებში -
ინგლისურსა და
მათემატიკაში.
საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
ტესტირებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026წ. 8 მარტი.
აკადემიაში ჩაბარების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ ყველა საჭირო საბუთი, რომელიც განაცხადის ფორმაშია მითითებული: https://forms.gle/UU38HELCEsdwaVDZA
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით აკადემიაში ჩარიცხვის წესებს.