მოწვეული სტუმარი, თემურიკო დიასამიძე
თებერვალი 10, 2026
2 თებერვალს ამერიკულმა აკადემიამ ელექტრონული მუსიკის პროდიუსერსა და დიჯეის, თემურიკო დიასამიძეს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მან საკუთარ შემოქმედებით გზასა და თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.
თემურიკო დიასამიძე უნიკალურ სინთეზს ქმნის ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრისგან. ის ასევე ცნობილია საინტერესო კოლაბორაციებით არაერთ აღიარებულ არტისტთან.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის!