ამერიკული აკადემიის მოსწავლეები Millennium Innovations Award 2025-ის ფინალში

თებერვალი 02, 2026

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები, ნია ჯანაშია და დემეტრე წიკლაური, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის – Millennium Innovations Award 2025 – ფინალურ ეტაპზე გავიდნენ!

კონკურსის ფარგლებში გუნდმა წარმოადგინა ინოვაციური პროექტი PAWS (Predictive Animal Wellness System) — სმარტ საყელო, რომელიც ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და შესაძლო გართულებების პრევენციას უწყობს ხელს.

გუნდი მოხვდა 12 ფინალისტ გუნდს შორის და მოიპოვა რჩეული გუნდის სტატუსი.

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას!