საშობაო წარმოდგენა

დეკემბერი 26, 2025

გუშინ, ამერიკული აკადემიის დრამის კლუბის ორგანიზებით, რომელსაც აკადემიის კურსდამთავრებულები, მარია გიორგობიანი და ელენე დუმბაძე ხელმძღვანელობენ, ქალაქის თეატრში საშობაო სპექტაკლი (Christmas in a Hurry) გაიმართა.

დამდგმელი რეჟისორის, ანი იმნაძის ხელმძღვანელობით, აკადემიის მოსწავლეებმა სცენაზე საოცარი არტისტულობით გააცოცხლეს მხიარული და სევდიანი ისტორიები. წარმოდგენამ მაყურებელს ერთდროულად აჩუქა გულწრფელი სიცილი და მონატრების სევდა, რაც ბოლოს მომავლის რწმენამ და სიყვარულმა შეცვალა. 

უღრმესი მადლობა შემოქმედებით გუნდსა და თითოეულ მონაწილეს ამ პოზიტიური განცდებისთვის!


ფოტოგალერეა