2025 წლის ბოლო შეკრება ამერიკულ აკადემიაში!

დეკემბერი 19, 2025

მეთორმეტეკლასელებმა დღევანდელი დღისთვის მომზადებული საახალწლო ვიდეო-მილოცვა წარმოადგინეს, რომლითაც სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიულოცეს დამდეგი დღესასწაულები.

როგორც ყოველთვის, შეკრება მრავალფეროვანი იყო, მოიცავდა მნიშვნელოვან სიახლეებს სასკოლო ცხოვრების შესახებ, პოეზიის კითხვას, ტრადიციულ მეთორმეტეკლასელთა სადღეგრძელოს. ღონისძიება სახალისო საახალწლო თამაშით დასრულდა.

მეთორმეტეკლასელების ბოლო შეკრების თემა საახალწლო განწყობა იყო; როგორც წესი, სასკოლო შეკრებების თემატიკას, მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი დამოუკიდებლად ირჩევენ.

დიდი მადლობა ჩვენს მოსწავლეებს ასეთი დასამახსოვრებელი დღისა და სკოლაში სადღესასწაულო განწყობის შექმნისათვის!


ფოტო ალბომი