საქველმოქმედო ღონისძიება ამერიკულ აკადემიაში

დეკემბერი 05, 2025

4 დეკემბერს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში HOSA კლუბის ორგანიზებით საქველმოქმედო ღონისძიება (Bake Sale) ჩატარდა.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაეცემა კლინიკას, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

მადლობა ჩვენი კლუბის ორგანიზატორებს, მარიამ მიქელაძეს და ნინია გოგორიშვილს, და ასევე, ყველა მონაწილეს გაწეული წვლილისთვის.