გივი ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 102 წელი შესრულდა
ნოემბერი 25, 2021
1 ნოემბერს, ამერიკული აკადემიის დამფუძნებლის, ბ-ნი გივი ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 102 წელი შეუსრულდა. აგერ უკვე ოცი წელია, ამერიკული აკადემია მისი იდეებით აგრძელებს საგანმანათლებლო ცხოვრებასა და განვითარებას. ბატონი გივისთვის სხვა უამრავ მიზანსა და სურვილს შორის უმთავრესი იყო, რომ ყველა ნიჭიერ მოსწავლეს შეძლებოდა აკადემიაში სწავლა (მათი ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად).
ამ მიზნით, სკოლის დაარსების დღიდან, ფინანსური პრობლემების მქონე მოსწავლეთათვის სწავლის განსხვავებული გადასახადის პროგრამა მოქმედებს. სკოლის არსებობის ოცი წლის მანძილზე ასეთი შეღავათით ისარგებლა 496 მოსწავლემ, საშეღავათო ფონდმა კი 9,817,901 ლარი შეადგინა. დღესაც წარმატებით ვახორციელებთ მის სურვილს და ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 70-75 ასეთი მოსწავლე იღებს გარკვეული ტიპის შეღავათს. აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებული სიამაყის საგანია ამერიკული აკადემიისთვის.
აქვე გიზიარებთ ბატონი გივის ძმისშვილის, ლიზი ზალდასტანი-ნაპიერის, ინტერვიუს, სადაც ქალბატონი ლიზი ოჯახის ისტორიაზე მოგვითხრობს . ეს ჩანაწერი მოამზადა ტელეკომპანიამ Artarea/Tv2.0 2013 წელს.