მოწვეული სტუმარი, რუსკა მაყაშვილი

ნოემბერი 12, 2025

ორშაბათს, 10 ნოემბერს, ამერიკული აკადემიის დრამის კლუბის ფარგლებში, აკადემიას ეწვია ყველასათვის ცნობილი მსახიობი – რუსკა მაყაშვილი.

შეხვედრა ღია ფორმატში გაიმართა.  რუსკამ მოსწავლეებს უამბო თავისი კარიერული და პირადი გამოცდილების შესახებ, ისაუბრა შემოქმედებითი გზის სირთულეებსა და სიხარულზე, რომელიც თან ახლდა შემოქმედებით პროცესს და ასევე უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.

დიდი მადლობა რუსკას ასეთი გულწრფელი, მხიარული და საინტერესო  შეხვედრისთვის!