CAUMUN, გაეროს მოდელირების ყველაზე დიდი რეგიონული კონფერენცია ამერიკულ აკადემიაში
ოქტომბერი 24, 2025
CAUMUN, გაეროს მოდელირების ყველაზე დიდი რეგიონული კონფერენცია კავკასიაში, წელს უკვე მეორედ ჩატარდა წარმატებით!
მას საფუძველი 2024 წელს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა ჩაუყარეს, როდესაც ჩვენი აკადემიის გაეროს მოდელირების კლუბის ორგანიზებით კონფერენცია პირველად მოეწყო.
წელს British-Georgian Academy • ბრიტანულ-ქართული აკადემიაც შემოუერთდა კონფერენციის ორგანიზებას და დელეგატების ნაწილს უმასპინძლა.
ღონისძიებამ 450-ზე მეტი ახალგაზრდა დელეგატი გააერთიანა რეგიონული მასშტაბით.
სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა იმსჯელეს თანამედროვე სამყაროს უდიდეს გლობალურ გამოწვევებზე, იმუშავეს გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებზე.
კონფერენციის დახურვის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა - სადაც გამარჯვებულ დელეგატებს სიგელები და ტრადიციული ჯილდოები გადაეცათ.
CAUMUN-ის მხარდამჭერები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტი და Coca-Cola Bottlers Georgia.
მადლობა ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს და პარტნიორს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.