Fordham-ის და Suffolk-ის უნივერსიტეტების ვიზიტი აკადემიაში

ოქტომბერი 15, 2025

22 სექტემბერს ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ Fordham University-ის წარმომადგენელ პეტრა ორენტს და Suffolk University-ის წარმომადგენელ ტომ ბიდერმანს.

მათ ჩვენს მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი რჩევები გაუზიარეს ამერიკულ უნივერსიტეტებში განაცხადის გაგზავნის პროცესის შესახებ და წარადგინეს უნივერსიტეტები. 

მადლობა ჩვენს სტუმრებს საინტერესო პრეზენტაციისთვის და ჩვენს უფროსკლასელებს აქტიური ჩართულობისთვის!