ამერიკული აკადემია STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადავიდა

ივნისი 02, 2025

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზეა! 

კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 130-მდე  სკოლამ. 

შედეგების მიხედვით, ჩვენი გუნდი  ათ საუკეთესო გუნდშია, რომლებიც ივნისის ბოლოს  ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ვულოცავთ ჩვენი სკოლის STEM გუნდის წევრებს:

თაკო თუმანიშვილი

ნია ჯანაშია

ილია დავარაშვილი

მიშო შარვაშიძე

ნიკოლოზ კილაძე განსაკუთრებული მადლობა გუნდის მენტორს და მათემატიკის მასწავლებელს — გიორგი მჭედლიშვილს! 


Photo credit to : https://www.facebook.com/photo/?fbid=639755682365227&set=a.119876027686531