შაბათის აკადემიის კომბინირებული პროგრამა მე-3 და მე-4 კლასელთათვის
სექტემბერი 21, 2021
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ორგანიზებით - შაბათის აკადემიის კომბინირებული პროგრამა მე-3 და მე-4 კლასელებისთვის
კომბინირებული პროგრამა გულისხმობს სამ მიმართულებას:
• მენტალური არითმეტიკა
• სწრაფი კითხვა
• ხელოვნება და ემოციური ინტელექტი
მენტალური არითმეტიკის კურსი არ ნიშნავს მათემატიკის სწავლებას აბაკუსის (საანგარიშოს) მეშვეობით!
მენტალური არითმეტიკის კურსი მიზნად ისახავს შემდეგი უნარების განვითარებას:
• სმენითი და მხედველობითი მეხსიერება
• წვრილი მოტორიკა
• პერიფერიული მხედველობა
• კონცენტრაცია და ყურადღების მობილიზება
• შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნება
ერთდროულად ორივე ხელით ოპერირება ავითარებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს და შესაბამისად, აძლიერებს ნახევარსფეროებს შორის ნეირონულ კავშირებს.
სწრაფი კითხვის, ხელოვნებისა და ემოციური ინტელექტის მოდული ემსახურება შემდეგი უნარების გამომუშავებას:
• მხედველობითი მეხსიერება
• კითხვის ტექნიკა
• ტექსტის სხარტად გააზრება
• კონცენტრაცია და ყურადღების მობილიზება
• წარმოსახვითი აზროვნება
• შემოქმედებითობა
• პერიფერიული მხედველობის გაძლიერება
• სირთულეების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის შემუშავება
• ემოციური ბალანსის შენარჩუნება
პროგრამას წარუძღვებიან გამოცდილი და სერტიფიცირებული სპეციალისტები.
პროგრამა ითვალისწინებს - ყოველდღიურ 10-15 წუთიან საშინაო დავალებას, რაც აუცილებელია შედეგის მისაღწევად!
პროგრამის ხანგრძლივობაა ერთი თვე (კოვიდ მოცემულობის გამო გრძელვადიან კალენდარს ვერ გთავაზობთ)
ყოველ შაბათს - 11:00 დან 14:00 სთ-მდე
ოქტომბრის თვის სასწავლო დღეები:
9 ოქტომბერი
16 ოქტომბერი
23 ოქტომბერი
30 ოქტომბერი
თვიური გადასახადი: 160 ლარი (ოთხი შაბათი)
კვება და ტრანსპორტირება პანდემიის პირობების გათვალისწინებით წელს არ იქნება შემოთვაზებული