ჩვენი მოსწავლეები სტუმრად თ.ელიზბარაშვილის ძაღლების თავშეფარში

აპრილი 02, 2025

31 მარტს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს ესტუმრნენ ! 

სასკოლო პროექტის ფარგლებში, ჩვენმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, ნინი ზაქარეიშვილმა და ანა-მარია ბაირაქთარმა, წარმატებით ჩაატარეს საქველმოქმედო ღონისძიება. 

შემოსული თანხით, მათ თავშესაფარში მყოფ ცუგებს მიუტანეს საკვები, დაათვალიერეს თავშესაფარი და სითბო და ყურადღება გაუზიარეს ოთხფეხა ბინადრებს. 

როგორც ცნობილია, თავშესაფარი სრულად  შემოწირულობებზეა დამოკიდებული, ამიტომ მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნველოვანია.