ნიკოლოზ კვარაცხელიას საუნივერსიტეტო მიღებები
აპრილი 02, 2025

დიდი სიხარულით ვულოცავთ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეს, ნიკოლოზ კვარაცხელიას, შემდეგ უნივერსიტეტებში მიღებას:
Harvard University, USA
Columbia University, USA
Northwestern University, USA
Johns Hopkins University, USA
Rice University, USA
Boston College, USA
ამერიკული აკადემია წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს!
"აკადემიაში გატარებული წლები ყოველთვის დატვირთული იყო სწავლით, კითხვით და საინტერესო საქმიანობებით, თუმცა, ეს არ ყოფილა მხოლოდ მასალის დაზეპირება – ეს იყო საკუთარი თავის შეცნობის პროცესი.
სწავლის პარალელურად ვმუშაობდი სკოლის გარეთ და ვეცნობოდი იმ სფეროებს, რომლებიც დღემდე მაინტერესებს. ეს გამოცდილება ჩემთვის ფასდაუდებელი აღმოჩნდა და დიდი როლი ითამაშა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში.
დღეს ნამდვილად ბედნიერი ვარ და დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. მათი მხარდაჭერის გარეშე გამოწვევებისა და სირთულეების გადალახვა ბევრად რთული იქნებოდა." - ნიკოლოზ კვარაცხელია