ნიკოლოზ კილაძის წარმატება საერთაშორისო STEM ოლიმპიადაზე მათემატიკაში
აპრილი 01, 2025

ვულოცავთ ნიკოლოზ კილაძეს საერთაშორისო წარმატებას!
ამერიკული აკადემიის მეცხრე კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ კილაძემ, 2025 წლის საერთაშორისო STEM ოლიმპიადაზე მათემატიკაში მესამე ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა!
ნიკოლოზის ეს მიღწევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ოლიმპიადაში 130 ქვეყნიდან 38,000-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის დაახლოებით 2,000 მოსწავლე 9-კლასელთა მათემატიკის კატეგორიაში.
ოქროს მედალოსნის სტატუსით, ნიკოლოზი საერთაშორისო STEM ოლიმპიადის კომიტეტის მიწვევით მონაწილეობას GRAND FINAL-ში მიიღებს, რომელიც 2025 წლის 9-15 ივლისს, ბარსელონაში, ესპანეთში გაიმართება.
Well-done, ნიკოლოზ! გისურვებთ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას!