ლილე ციცქიშვილის საუნივერსიტეტო მიღებები

აპრილი 01, 2025

ამერიკული აკადემიის მოსწავლემ, ლილე ციცქიშვილმა (2024 წლის კურსდამთავრებული) როჩესტერის უნივერსიტეტის ჰენდლერის სტიპენდია მოიპოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სრული დაფინანსებით ისწავლის.

ამერიკულმა აკადემიამ აღნიშნულ სტიპენდიაზე ლილე მისი მაღალი მოტივაციის, აკადემიური შედეგების და შრომისმოყვარეობის გამო წარადგინა. 

ლილეს წლიური დაფინანსება შეადგენს 97,900 დოლარს, რომელიც სრულად ფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. გარდა ამისა, ლილემ დამატებითი გრანტის სახით მოიპოვა 3,500 დოლარი ინოვაციური კვლევითი საქმიანობისათვის.

დიდი სიხარულით ვულოცავთ ლილეს ამ წარმატებას!

"ამერიკული აკადემია არის ის უნიკალური გარემო, რომელიც დამეხმარა ჩემი პოტენციალის გააზრებასა და სრულყოფილად გამოვლენაში, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ჩემი დიდი ხნის ოცნების, ამერიკაში სწავლის, ასრულება.

სააპლიკაციო პერიოდი, განსაკუთრებით აკადემიური წლის აღების ფონზე, ძალიან შრომატევადი და ბუნდოვანი იყო ჩემთვის. რომ არა სკოლის მხარდაჭერა, არა მხოლოდ აპლიკაციების მომზადებაში, არამედ მენტალურად გამხნევებაშიც, ასეთ შედეგს ნამდვილად ვერ მივაღწევდი. აკადემიის დამსახურებაა, რომ გამიჩნდა მეცნიერების მიმართ ინტერესი, სწორედ აქ ჩავატარე პირველი კვლევა ვაშლოვანის პროექტის ფარგლებში.

როჩესტერის უნივერსიტეტიც, სადაც არაჩვეულებრივ გარემოსთან ერთად, უამრავი რესურსია სამეცნიერო კვლევების წამოსაწყებად, ჩემთვის იმ გზის გაგრძელებაა, რომელსაც ამერიკულმა აკადემიამ ჩაუყარა საფუძველი. ახლა კი, ერთი სული მაქვს შევეგებო სიახლეებს ამერიკაში და ვისიამოვნო მომავალი ოთხი წლით." - ლილე ციცქიშვილი