ამერიკული აკადემიის მოსწავლეები გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე ნიუ-იორკში

მარტი 21, 2025

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა 10-14 მარტს მეთორმეტედ მიიღეს მონაწილეობა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში (NHSMUN 2025), რომელიც ნიუ-იორკში, აშშ-ში გაიმართა.

წელს ჩვენი გუნდი მიანმარის დელეგაციას წარმოადგენდა და გლობალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე სხვადასხვა კომიტეტში აქტიურად მუშაობდა.

კონფერენციის გახსნის ცერემონია განსაკუთრებული მასშტაბურობითა და მნიშვნელობით გამოირჩეოდა. გუნდის გამოსვლის შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რჩევები გაუზიარა მომავალ თაობას და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოს მომავალი სწორედ ახალგაზრდობის ხელშია.

ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თანატოლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაეზირაებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება. სულ ღონისძიებაში 1000-მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ გაეროს მუშაობის სპეციფიკას, შეისწავლეს რეზოლუციების წარდგენის პროცედურები და მიიღეს ღირებული გამოცდილება საჯარო გამოსვლებისა და დებატების კუთხით.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ გაეროს მოდელირების პროგრამის საერთაშორისო სერთიფიკატები.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ბატონ დავით ბაქრაძეს, ჩვენი მოსწავლეების მასპინძლობისა და საინტერესო შეხვედრისთვის.

ჩვენი გუნდის წევრებს მომავალშიც მსგავს გამოცდილებასა და წარმატებებს ვუსურვებთ!


ფოტოგალერეა