მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები დღე, 2021

ივნისი 21, 2021

2021 წ. 12 ივნისს “გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ თბილისში” მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიება ამერიკული აკადემიის ეზოში ჩატარდა ლისზე.

წელს აკადემია სამოცდაცამეტმა მოსწავლემ დაამთავრა. 

გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარდგნენ - ანდრეს ხ. კრუზი (აკადემიის დირექტორი), მამუკა ხაზარაძე (აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე) და აშშ-ს ელჩი კელი ს. დეგნანი. დატვირთული განრიგის გამო, ქალბატონმა ელჩმა ღონისძიებაზე ფიზიკურად დასწრება ვერ შეძლო, თუმცა მან ვირტუალური მიმართვა გამოუგზავნა აკადემიის მოსწავლეებს.

2021 წლის კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულებს სახელობითი მედლები გადაეცათ: თომასის მედალი - ანდრია გოგორიშვილს, ხოლო მასწავლებელთა მედალი - თეკლე ხმიადაშვილს. 

მაია (მაშო) ლორთქიფანიძე კლასის სახელით სიტყვით წარდგა თავის მეგობრების წინაშე. 

ღონისძიების დასასასრულს, 2021 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს.

2021 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 186 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და სტიპენდიებისა და ფინანსური შეღავათების სახით 2.5 მილიონ დოლარზე მეტი მოიპოვეს.

ვულოცავთ 2021 წლის კლასს ამ მნიშვნელოვან დღეს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!!

იხ. ღონისძიების ფოტომასალა