კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი

ივნისი 27, 2018

2018 წლის 9 ივნისს, დღის 12 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, უკვე მეათედ გაიმართა ამერიკული აკადემიის მე-12 კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, მოსწავლეები, მათი მშობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ბადრი ჯაფარიძემ, აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და ანდრეს ხ. კრუზმა, ამერიკული აკადემიის დირექტორმა. წელს ამერიკული აკადემია 70 მოსწავლემ წარმატებით დაამთავრა. 2018 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 125 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და სტიპენდიების სახით 2.3 მილიონი დოლარი მოიპოვეს. წლევანდელ კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულებს სახელობითი მედლები გადაეცათ: თომასის მედალი - ლევან კილაძეს, ხოლო მასწავლებელთა მედალი - ელენე ჩოჩიას. გიორგი ბეკურიძე კლასის სახელით სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, აკადემიის დირექტორმა, დონალდ თომასმა ღონისძიების დასასასრულს, 2018 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს. ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირშესანიშნავ დღეს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში!!!