ქართული უნივერსიტეტების გამოფენა
მარტი 05, 2025
26 თებერვალს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებს უმასპინძლა, რომლებმაც დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაუზიარეს ინფორმაცია მათი პროგრამების, მიღების წესების, გაცვლითი პროექტების, დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ.
მადლობა უნივერსიტეტებს და მათ წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისათვის და დამსწრე საზოგადოებას ჩართულობისათვის.