UCL Foundation პროგრამის წარმომადგენლის ვიზიტი ამერიკულ აკადემიაში
დეკემბერი 04, 2024

დღეს ამერიკულ აკადემიას ეწვია UCL Foundation პროგრამის სტუდენტთა შერჩევისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ უაითი, რომელმაც ჩვენს მოსწავლეებს პროგრამისა და მიღების პროცედურების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.