დამფუძნებლის დღე ამერიკულ აკადემიაში
ნოემბერი 11, 2024
1 ნოემბერს, ამერიკული აკადემიამ ერთ-ერთი გამორჩეული დამფუძნებლის, გივი ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილე აღნიშნა.
მისმა ხედვამ საფუძველი ჩაუყარა ჩვენს სკოლას, რომელიც დაფუძნებულია დევიზზე: “განათლება და სიკეთე”. ბატონ გივის ღრმად სწამდა, რომ ნამდვილი განათლება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს და ემსახურებოდეს სიკეთეს, რომ მხოლოდ აკადემიურმა განათლებამ (თანაგრძნობისა და მზრუნველობის განცდის გარეშე) შეიძლება დაგვაშოროს ყველაზე ღირებულ ფუნდამენტს - ადამიანურობას.
მას სჯეროდა, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი მისია ღირსეული მოქალაქეების აღზრდაა, რომლებიც შეძლებენ ადამიანთა საზოგადოებაში ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის დამყარებას, რაც ჯანსაღი და მყარი საზოგადოების ჩამოყალიბების ქვაკუთხედია.
ვულოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს ბატონი გივის დიდი ოჯახსა და ამერიკული აკადემიის ფართო საზოგადოებას!