გიორგი ვაჩნაძე: "ხელოვნური ინტელექტის ესქატოლოგია"

ნოემბერი 11, 2024

მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ  გიორგი ვაჩნაძე, ამერიკული აკადემიის 2010 წლის კურსდამთავრებული, და მისი უახლესი ნაშრომი „ხელოვნური ინტელექტის ესქატოლოგია: ხორცის მართვის პასტორალური ტექნოლოგიები“, სადაც გიორგი იკვლევს ფილოსოფიის, თეოლოგიისა და ტექნოლოგიების კვეთასა და მათი ურთიერთკავშირების მნიშვნელობასა და გავლენას.

გიორგი ვაჩნაძე მიშელ ფუკოსა და ლუდვიგ ვიტგენშტაინის მკვლევარია. მან მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, აშშ, ხოლო ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი - ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ბელგიის სამეფო. 

ასევე, გიორგი იყო ფილოსოფიის მაგისტრანტების ჟურნალის „The Apricot“ რედაქტორი და ფართოდ იბეჭდებოდა აკადემიურ და პოპულარულ ჟურნალებში მსოფლიოს მასშტაბით.

წიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვისა და გამოსაწერად, ეწვიეთ გამომცემლობის ვებგვერდს: 

https://shop.becoming.press/.../christian-eschatology-of...

გულითადად ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ და მნიშვნელოვან წარმატებებს! 


Photo: Christian Eschatology of Artificial Intelligence: Pastoral Technologies of Cybernetic Flesh by Giorgi Vachnadze