XII კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სექტემბერი 21, 2020

წელს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ თბილისში XII კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება უჩვეულო გარემოში ჩაატარა. კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის ნაცვლად, ღონისძიება ამერიკული აკადემიის ეზოში გაიმართა; ღონისძიებას, მეთორმეტეკლასელებთან ერთად, აკადემიის მასწავლებელთა ჯგუფი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, აკადემიის მეთორმეტელკლასელთა ოჯახის წევრების ღონისძიებას არ ესწრებოდნენ.

ამერიკული აკადემია წელს 70 მოსწავლემ დაამთავრა. 

2020 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 166 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და სტიპენდიების სახით 5 მილიონ ლარზე მეტი მოიპოვეს.

გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარდგნენ - ანდრეს ხ. კრუზი (აკადემიის დირექტორი) და მამუკა ხაზარაძე (აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე). 

2020 წლის კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულ მოსწავლეებს სახელობითი მედლები გადაეცათ: თომასის სახელობის მედალი - ლუკა ჯიჯიეშვილს, ხოლო მასწავლებელთა მედალი - ანა კოსტავას. მიშო გაბაშვილი კი, ანნა იოსელიანთან ერთად, კლასის სახელით დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგა. 


ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, 2020 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს.

წარმატებებს ვუსურვებთ 2020 წლის აკადემიის კურსდამთავრებულებს!!!


იხილეთ ღონისძიების ფოტომასალა