ერიკ ლის ვიზიტი ამერიკულ აკადემიაში

ოქტომბერი 23, 2024

16 ოქტომბერს, ამერიკულ აკადემიას ესტუმრა ჟურნალისტი, მშრომელთა უფლებების დამცველი, მკვლევარი, საერთაშორისო პროფკავშირების გაერთიანების კამპანიის ვებგვერდის, “LabourStart”-ის, დამფუძნებელი რედაქტორი და საქართველოს შესახებ არაერთი საინტერესო წიგნის ავტორი - ერიკ ლი. 

მისი აღიარებული წიგნები, როგორიცაა „ექსპერიმენტი: 1918-1921 (საქართველოს მივიწყებული რევოლუცია)“ და „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“, შთამბეჭდავად ასახავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენებს.

მოსწავლეებთან შეხვედრისას, ერიკ ლიმ განიხილა თავისი კვლევები და ისაუბრა მის წიგნებში აღწერილ საგარეო პოლიტიკასა და ქართულ სოციალ-დემოკრატიის საკითხებზე.

მადლობას ვუხდით ბ-ნ ერიკ ლის საინტერესო შეხვედრსთვის!