ილია სულამანიძე და გიორგი სარდალაშვილი სტუმრად ამერიკულ აკადემიაში
სექტემბერი 26, 2024
2024 წლის 20 სექტემბერს, ამერიკული აკადემიის ყოველკვირეულ შეკრებაზე (Assembly), დავით შაფაქიძის მე-12 კლასის სადამრიგებლომ განსაკუთრებული სტუმრები მოიწვია. აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ქართველი ძიუდოისტები: პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ილია სულამანიძე და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი. შეხვედრა გაგრძელდა ცოცხალი დისკუსიით, სადაც სპორტსმენებმა თავიანთი გამოცდილება და ღირებული რჩევები გაუზიარეს ჩვენს მოსწავლეებს.
შეხვედრის დასასრულს, ილია სულამანიძემ ფორტეპიანოზე კომპოზიცია შეასრულა, რითაც სრულად მოხიბლა აუდიტორია.
გულწრფელი მადლობა ჩვენს სტუმრებს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის, და ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებებსა და მრავალ გამარჯვებას მომავალში!