ამერიკულ აკადემიაში ღია კარის დღე ჩატარდა
მარტი 26, 2020
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 28 თებერვალს ამერიკულ აკადემიაში ღია კარის დღე ჩატარდა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენს მომავალ მშობლებს დაგვიანებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ აკადემიაში სტუმრობისთვის და ასევე აკადემიის ყველა მოსწავლეს, ვინც თავისი, თუნდაც მცირე, წვლილი შეიტანა ღია კარის დღის წარმატებით ჩატარებაში.
განსაკუთრებული მადლობა კი თაკო მიხელაშვილს, ანა თვალაძეს, ლიზა ჯარიაშვილის, მაშო ლორთქიფანიძეს, მარიამ ბეშიძესა და შალვა ბეგიაშვილს,რომლებაც, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, ფასდაუდებელი შრომა გასწიეს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებასა და კოორდინირებაში.
უღრმესი მადლობა აკადემიის ერთგულ მშობელთა საბჭოს წევრებს თანადგომისთვის!
გვეამაყებით და გვეიმედებით!
დიდი მადლობა ნინო ციხისთავს ღონისძიების ფოტომასალის მოწოდებისთვის.