ახალი სასწავლო წელი ამერიკულ აკადემიაში

სექტემბერი 05, 2024

2024 წლის 5 სექტემბერს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა. 

როგორც წესი, სწავლის დაწყების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე აკადემიის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობელთა და ამერიკული აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყრიან თავს.

წელს ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს სიტყვით სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ბაზღაძემ მიმართა. ამერიკული აკადემიის დირექტორმა, ბატონმა ანდრეს კრუზმა დასკვნით სიტყვაში, მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ღონისძიების დაწყებისას, საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

სწავლის დაწყების ცერემონიალს ამერიკული აკადემიის დამფუძნებელმა დირექტორმა ბატონმა დონალდ თომასმა ჩაუყარა საფუძველი 2013 წელს, რის შემდეგაც ის სკოლის ტრადიციად იქცა.