მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები ცერემონიალი 2024
ივნისი 14, 2024
2024 წ. 8 ივნისს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ ყოველწლიურ მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა სკოლის აუდიტორიაში ლისზე.
წელს აკადემია სამოცდათერთმეტმა მოსწავლემ დაამთავრა.
გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარდგნენ გიორგი ბაზღაძე, აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე და ქეთევან ვაშაკიძე, 2007 წლის კურსდამთავრებული.
2024 წლის კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულებს სახელობითი მედლები გადაეცათ: თომასის მედალი - ნიკოლოს სალაყაიას, ხოლო მასწავლებელთა მედალი - ანნა ურუშაძეს. ლილე ციცქიშვილი კლასის სახელით გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარდგა თავის მეგობრების წინაშე.
ღონისძიების დასასრულს, 2024 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს.
2024 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 126 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და სტიპენდიებისა და ფინანსური შეღავათების სახით მოიპოვეს 3.2 მილიონ დოლარზე მეტი.
ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს და დიდ წარმატებებს
ვუსურვებთ!!!