აკადემიის დირექტორის წერილი ახალ მოსწავლეთა მიღებასთან დაკავშირებით

მარტი 24, 2020

ძვირფასო მშობლებო, 

მინდა მადლიერება გამოვხატო იმ 125-ზე მეტ ოჯახის მიმართ, რომლებმაც, მიუხედავად რთული ვითარებისა, 2020-21 სასწავლო წლისთვის ამერიკულ აკადემიაში განაცხადი გააკეთა. ამასთან ერთად, ჩემთვის ცნობილია, რომ მშობლების ნაწილმა, არსებული მდგომარეობის გამო, გამოცდებისთვის დროულად დარეგისტრირება ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, განაცხადის მიღების ვადა ამ კვირის პარასკევამდე (27 მარტი) გაგრძელდა.

რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს, ბუნებრივია, კრიზისის დასრულებამდე გადავდეთ, თუმცა მოსწავლეებმა ჩვეულ რეჟიმში უნდა გააგრძელონ გამოცდებისთვის მზადება, რადგან ჩვენ ვცდილობთსხვადასხვა შესაძლებლობა მოვიძოთ და განვიხილოთ, რათა გამოცდების ჩატარება ჩვეული, მაღალი სტანდარტით ვუზრუნველვყოთ. მშობლებს გამოცდების ჩატარების პროცესისა და ვადების შესახებ ერთდროულად გაცნობებთ.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ამერიკული აკადემიის მიმართ თქვენი ნდობისა და მხარდაჭერისთვის.


ანდრეს ხ. კრუზი

ამერიკული აკადემიის დირექტორი