GeoSTEM -ის საზაფხულო პროგრამა

ივნისი 06, 2024

GeoSTEM გთავაზობთ უფასო 9-დღიან საზაფხულო პროგრამას, რომლის ხელმძღვანელები არიან გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 კლასის მოსწავლეები. პროექტს ზედამხედველობას გაუწევს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ილია მესტვირიშვილი.

ეს პროგრამა განკუთვნილია თბილისის VII და VIII კლასის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო საგნებში (ბიოლოგიაში, ქიმიაში და ფიზიკაში). პროგრამა გაიმართება 17 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით ამერიკული აკადემიის კლასებში. შაბათ კვირას გაკვეთილები არ ჩატარდება და არც პარასკევს, 21 ივნისს. გაკვეთილები დაიწყება დილის 10:00 საათზე და დასრულდება 13:00-ზე. სამწუხაროდ, ტრანსპორტირებას ვერ ვუზრუნველყოფთ. ბავშვებს ყოველდღე 3 გაკვეთილი ჩაუტარდებათ, თითო 45 წუთიანი. გაკვეთილებს შორის იქნება 10 წუთიანი შესვენება და ასევე იქნება გრძელი 35 წუთიანი შესვენება, სადაც მოსწავლეებს შევთავაზებთ ლანჩს. ბავშვებს გაკვეთილებს ჩაუტარებს 12 გამორჩეული ამერიკული აკადემიის მოსწავლე. ყველა გაკვეთილი ქართულ ენაზე ჩატარდება. მთელი პროგრამის განმავლობაში ორგანიზატორები გავუწევთ ზედამხედველობას ბავშვებს.

ამ პროექტის მიზანია მივცეთ საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა, ისწავლონ ამერიკული კურიკულუმის მიხედვით, გაეცნონ ჰარკნესის მეთოდს და მიიღონ დამატებითი ცოდნა STEM-ის მიმართულებით, რის შედეგადაც შევუწყობთ ხელს მეცნიერთა ახალ თაობას განვითარებაში.

პროგრამაში ადგილები შეზღუდულია. პროგრამა განკუთვნილია 30 მოსწავლისთვის. გასაუბრებისათვის დავუკავშირდებით პირველივე 30 ბავშვს, რომელიც ამ ფორმას სრულად შეავსებს და გამოგვიგზავნის.

ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე:

akand@aat.ge

kkapianidze@aat.ge

mdzidzikashvili@aat.ge

გაეცანით პროგრამის სილაბუსს:

2024 GeoSTEM სილაბუსი

პროგრამაში რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1GUO6BODaXhdz174aSYFWJDm3e48WsOk4NdhNpXYlhpw/viewform?pli=1&pli=1&edit_requested=true