მოწვეული სტუმარი, ეკა ასათიანი
აპრილი 10, 2024
3 აპრილს აკადემიაში ეკა ასათიანი გვესტუმრა. შეხვედრის თემა იყო „ნარჩენების "დაპატიმრება" და ცირკულარული აზროვნების ხელშეწყობა."
მან მოსწავლეებს გარემოს დაცვაზე ესაუბრა, კერძოდ კი საყოფაცხოვრებო ნარჩენების, მათ შორის პოლიეთილინის პარკისა და პლასტიკური ბოთლების , სარეკლამო ბანერების გადამუშავებაზე, შეკეთებაზე და ხელახლა მოხმარებაზე, მათთვის მეორე სიცოცხლის მიცემაზე. იგი ესაუბრა თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს გარემოს დაბინძურებას ჩვენს ნიადაგზე და რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს სასურსათო უსაფრთხოებას.
ეკა ასათიანმა მოსწავლეებს პლასტიკური ნარჩენებისგან გაკეთებული თავისი უნიკალური ნამუშევრები წარუდგინა.
2019 წელს ეკა ასათიანმა სოციალური საწარმო Plasticwatcher.ge შექმნა. Plasticwatcher.ge პოლიეთილენის გამოყენებული პარკების შეგროვება/გადამუშავებასა და მდგრადი გამოყენების ნივთების შექმნაზეა ორიენტირებული. ეკა ასათიანი პლასტიკის ნარჩენებისგან ქმნის ჩანთებს, საწვიმრებს, ქუდებს, მაგიდის გადასაფარებლებს, ყვავილებს, სათამაშოებს და ა.შ. მისი ცხოვრების ფილოსოფია, გარემოს ნარჩენებისგან დაცვაა.
Plasticwatcher.ge-ს უკვე აქვს რამდენიმე ჯილდო. ეკა ასათიანის Plasticwatcher.ge იტალიური კონკურსის, www.guiltlessplastic.com -ის შერჩევით სიაში (ე.წ. Short List) მოხვდა. ეკას ნივთები მილანში გამოიფინა. იქიდან კი, მისმა უნიკალურმა ნივთებმა მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო მოგზაურობა. ეკას ნივთები წაიღეს ამერიკაში, იტალიაში, ინგლისსა და კიდევ არაერთ ქვეყანაში.
მადლობას ვუხდით ეკა ასათიანს საინტერესო შეხვედრისთვის.