ფრანგი მუსიკოსების მასტერკლასი აკადემიაში
თებერვალი 21, 2020
ამა წლის 19 თებერვალს ამერიკულ აკადემიას ფრანგი მუსიკოსები ფაბიენ მორნეტი და მიქუე მონტანარო ეწვივნენ. მათ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შთამბეჭდავი მასტერკლასი ჩაუატარეს.
ფაბიენი და მიქუე ქართველ მუსიკოსებთან (Leno Records და PostRed) და კინოკომპანიის (20 Steps) წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში. სტუმრებმა აკადემიის მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედება გააცნეს და, თვალსაჩინოებისთვის, ქართულ ინსტრუმენტებზე რამდენიმე მუსიკალური თემა შეასრულეს.
მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებსა და აკადემიის მუსიკის მასწავლებელს, ლიკა ასათიანს უაღრესად საინტერესო და ინფორმატიული ლექციისა და მასტერკლასისთვის!!