მოწვეული სტუმარი, ნანა ტატიშვილი
მარტი 28, 2024
დღეს აკადემიაში ქალბატონი ნანა ტატიშვილი გვესტუმრა. მან სტუდენტებს თავის ტკივილების ფორმებსა და მათთან გამკლავების გზებზე ესაუბრა. ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, ძილის დარღვევებისგან გამოწვეულ შედეგებზე და ბევრ სხვა და ძალიან საინტერესო თემაზე.
ქალბატონი ნანა ტატიშვილი მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია; უმაღლესი სამედიცინო სკოლა – "აიეტის" ნევროლოგიის კათედრის გამგე, ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს საზოგადოების გენერალური მდივანი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანას საინტერესო პრეზენტაციისთვის.