მოწვეული სტუმარი, მალხაზ მაყაშვილი
თებერვალი 16, 2024
ხუთშაბათს, 15 თებერვალს, ამერიკულ აკადემიაში ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მეცნიერებაში საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ჩვენი ყოფილი მასწავლებელი, მალხაზ მაყაშვილი გვესტუმრა.
„ისეთი ვარ, როგორიც ყველაა, თუ მე, მე ვარ“ - ამ თემაზე ესაუბრა ბატონი მალხაზი სტუდენტებს.
მადლობას ვუხდით მას საინტერესო შეხვედრისთვის.