ამერიკული აკადემიის მასწავლებელი, გიორგი მჭედლიშვილი გვიზიარებს თავის საყვარელ წიგნს
თებერვალი 05, 2024
ხომ გახსოვთ, ჩვენი აკადემიის მასწავლებლები და მოსწავლეები, პერიოდულად, თავიანთ საყვარელ წიგნებს რომ გვიზიარებენ, დონალდ თომასის სახელობის ბიბლიოთეკიდან.
ამჯერად ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი, გიორგი მჭედლიშვილი #გირჩევთ რეი ბრედბერის "ბაბუაწვერას ღვინოს".
" უამრავი საყვარელი თავია ამ წიგნში; მაგალითად, როგორ შეიძლება დაახლოვდეს ორი ადამიანი ნაყინის ერთი არომატის სიყვარულით, ანდაც, როგორ ეხმარება 12 წლის ბიჭუნა, დუგლასი, თავის ბებიას კვლავ გახდეს კარგი მზარეული და მრავალი სხვა. "